აკაკი წერეთელი დაიბადა ზემო იმერეთის შეძლებული თავადის როსტომ წერეთლის ოჯახში. დედა - ეკატერინე აბაშიძე - იმერეთის მეფის სოლომონ I-ის შვილიშვილის შვილი იყო. წერეთელმა ბავშვობის წლები სოფელ სავანეში, გლეხის ოჯახში, ძიძასთან გაატარა. აკაკი წერეთელი 1852-იდან ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლობდა, 1859-იდან კი პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე, რომელიც 1863 წელს დაამთავრა კანდიდატის ხარისხით.

სალიტერატურო და საზოგადოებრივი მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლექსების წერა აკაკი წერეთელმა ჯერ კიდევ ყრმობის ასაკში დაიწყო, 1859 წელს იგი უკვე რამდენიმე დაბეჭდილი ლექსის ავტორი იყო, ხოლო 1860 წელს გამოქვეყნებულმა ლირიკულმა ლექსმა ― „საიდუმლო ბარათი“, რომელიც იმთავითვე სიმღერადაც გავრცელდა, ახალგაზრდა პოეტს ფართო პოპულარობა მოუტანა.
მიუხედავად მატერიალური ხელმოკლეობისა, აკაკი წერეთელი არასდროს შესულა სახელმწიფო სამსახურში. მას უდიდესი დამსახურება მიუძღვის „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ დაარსებასა და მის მრავალმხრივ კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში, ქართული დრამატული საზოგადოების შექმნასა და მუშაობაში, ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში, როგორც უაღრესად ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი პუბლიცისტური მოღვაწეობით, ისე ყოველთვიური ჟურნალის „აკაკის თვიური კრებული“ (1897-1900) დაარსებით. იგი რედაქტორობდა აგრეთვე სატირულ-იუმორისტულ ჟურნალს „ხუმარა“, რომლის ანტიცარისტული და ეროვნული მიმართულების გამო დაპატიმრებულიც კი იყო (1907). ილია ჭავჭავაძესთან ერთად აკაკი წერეთელი სათავეში ჩაუდგა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას საქართველოში და სიტყვით თუ საქმით, დაუცხრომლად, მიზანდასახულად იღვწოდა ქართველი ხალხის სულიერი აღორძინებისათვის, მასში ეროვნული თვითშეგნების ამაღლებისათვის. სწორედ ეროვნული მოტივი იმთავითვე იქცა აკაკი წერეთლის შემოქმედების ლაიტმოტივად.
წერეთლის შემოქმედებამ წარუშლელი კვალი დატოვა ქართველი ხალხის სულიერი კულტურის ისტორიაში. მან ახალი ეტაპი შექმნა ქართული მხატვრული სიტყვის განვითარებაში, რამაც პოეტს, ილია ჭავჭავაძესთან ერთად, კანონიერად დაუმკვიდრა ახალი ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებლისა და თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის რეფორმატორის სახელი.
ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე შერაცხა წერეთელი ჭეშმარიტად სახალხო პოეტად. საყოველთაო აღიარების ნათელი დადასტურება იყო მისი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 50-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო (1908), რომელიც, ისევე როგორც პოეტის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში (1912), გრანდიოზულ ეროვნულ დღესასწაულად გადაიქცა.
აკაკი წერეთელი გარდაიცვალა 75 წლის ასაკში. დაკრძალულია თბილისში, საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.
აკაკი წერეთელი | |
---|---|
![]() აკაკი წერეთელი | |
დაბ. თარიღი | 21 ივნისი, 1840 |
დაბ. ადგილი | სხვიტორი, ქუთაისის გუბერნია |
გარდ. თარიღი | 8 თებერვალი, 1915 |
გარდ. ადგილი | სხვიტორი, ქუთაისის გუბერნია |
საქმიანობა | პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე. |
ეროვნება | ქართველი |
პერიოდი | 1859 - 1914 |
დებიუტი | საიდუმლო ბარათო |
Magnum opus | განთიადი, გამზრდელი,თორნიკე ერისთავი |
ხელმოწერა | ![]() |
"ვაჟა-ფშაველა" იგივე "ლუკა რაზიკაშვილი"
8 წლამდე იზრდებოდა ფშავში, სოფელ ჩარგალში მამის, სოფლის მღვდელი პავლეს და დედის, ბარბალე (გულქან) ფხიკელაშვილის წვრილშვილიან ოჯახში (ვაჟა-ფშაველას ძმებიც ბაჩანა და თედო რაზიკაშვილებიცნობილი მწერლები გახდნენ). სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, 1877-1879 — თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში, 1879-იდან გორისსამასწავლებლო (საოსტატო) სემინარიაში, რომელიც 1882 წელს დაამთავრა. სიმართლისმაძიებლის თანდაყოლილმა მოწოდებამ ვაჟა-ფშაველა გორის ხალხოსანთა წრესთან დააახლოვა. ერთხანს ამტნისხევში მასწავლობლობდა, 1883-1884 წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი იყო.
ხელმოკლეობის გამო მალე დატოვა უნივერსიტეტი და რამდენიმე წელიწადს მუშაობდა ჯერ ოთარშენში, ამილახვარის ოჯახში, შინამასწავლებლად, შემდეგ დიდი თონეთის სოფლის სკოლაში. 1888-იდან ჩარგალში ცხოვრობდა, სხვა გლეხებივით ხნავდა მიწას, უვლიდა საქონელს და ნადირობდა. მთის ხალხში დიდი გავლენით სარგებლობდა. იშვიათად ჩამოდიოდა ბარად. ფშაური ზამთრის გრძელ ღამეებში დაიწერა მისი გენიალური პოემები, მოთხრობები და ლექსები. ფშავში, მდინარე ჩაგლურას ნაპირას, დგას პატარა ქვიტკირის სახლი. სწორედ ამ სახლში 1861 წლის 14 ივლისს დაიბადა ლუკა რაზიკაშვილი, რომელსაც ჩვენ ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ვიცნობთ. ვაჟას მამა იშვიათი ნიჭის პატრონი, მჭევრმეტყველი, ცნობისმოყვარე და მწიგნობარი კაცი ყოფილა. მას თვითონ შეუსწავლია წერა-კითხვა და მღვდელი გამხდარა. მამამ ჩაუნერგა შვილებს წიგნის სიყვარული, უამბობდა დავით აღმაშენებელზე, ქართველ და უცხოელ გმირებზე, აყვარებდა „ვეფხისტყაოსანს“ და სახელოვან თანამედროვეთა - ილიასა და აკაკის ქმნილებებს. მანვე ჩაუნეგრა შვილებს სასულიერო წიგნებისადმი სიყვარული. ვაჟა-ფშაველა იგონებს, როგორ სულგანაბული უსმენდა მამის ტკბილ საუბარს, როდესაც იგი საღმრთო ისტორიიდან უამბობდა. დედა კი საგმირო ამბებს, ფშაურ თქმულებებსა და ლექსებს აცნობდა. დედის წყალობით ვაჟამ უამრავი ხალხური ლექსი იცოდა ზეპირად, ისე რომ ყველას უკვირდა, ერთი ადამიანი როგორ ახერხებდა ამდენი ლექსის დამახსოვრებას.
ვაჟა-ფშაველა | |
---|---|
![]() | |
დაბ. თარიღი | 14 ივლისი, 1861 |
დაბ. ადგილი | ჩარგალი, ახლანდელი დუშეთის მუნიციპალიტეტი |
გარდ. თარიღი | 27 ივლისი, 1915 |
გარდ. ადგილი | თბილისი |
საქმიანობა | პოეტი, მწერალი |
ეროვნება | ქართველი |
ჟანრი | ეპოსი, დრამა, პოეზია |
მიმდინარეობა | მოდერნიზმი |
მეუღლე | თამარ დიდებაშვილი |
შვილ(ებ)ი | ლევანი თამარი გულქანი ვახტანგი |
ხელმოწერა | ![]() |
ბერიკაული
ხმალს ჰლესავს ბერიკაული, დაფიქრებული ძალზედა, ჰლესავს დიდრონი სალესით, თან ცერს გადუსომს ფხაზედა. დიდხანს ეკიდა კაჩხაზე, არ გატანილა კარზედა. შემჭვარლული აქვს ქარქაში, მტვერი სდებია ტარზედა, ხმალი ჟანგს შეუჭამია, ვაჰ დედას მტრისას, რაზედა? მოსულან ახალ-უხლები, წამოსდგმიან თავზედა: „ხმალს ვისზე ჰლესავ, ბიძია, მაგრე გულმოდგინებითა? შენ უნდა ცელსა ჰლესავდე, ან ცულსა!“ - ჰკითხეს წყებითა. - თქვენ ბალღები ხართ, რა იცით, დღეში ათასჯერ სცდებითა. კარგახანს ვლესე ისინი, ვიქნიე ცული, ცელიცა, დავღვარე ოფლი მრავალი, მით მოვრწყე ტყე და ველია; მათ სამსახურში დავლიე წუთისოფელი მთელია. მაინც ვერ ამოვიყვანე უბეს პურს დანატრებულსა ვინ მომცა ლუკმა სველია? საკმაო ხანი ვითმინე, მოთმენა გამომელია. ახლა ხმალს ვლესავ გორდასა, გალესვა იმის ჯერია; იქნება იმან მიშველოს და მომაშოროს მტერია. აჭიმა ბერიკაულმა მაღლა წარბები სქელია და გადმოყარა თვალთაგან ნაპერწკლის ჯგუფი ცხელია. „მტერზე ჩვენ მივალთ ახლები, შენ დაწევ, დაისვენეა!“ - ჰმ! თუ წინ ბერი არ მოკვდა, ახლის სიკვდილი ძნელია! – კვალად სთქვა ბერიკაულმა, ოხვრა ამოჰხდა გრძელია.
ამირანი
ადე, ამირან, რას გძინავ? ცხენს დაუყარე ხანძილი, დიაცის დაწუნებულსა ტირილი გინდა, გან ძილი. ხალხური. უზარმაზარი ტანისა კაცი ვინმე სჩანს კლდეშიო, გულის მდნობელი ნაღველი უხმოდ დუღს იმის მკერდშიო. უგრძნობი ჯაჭვი მკლავებზედ ეხვევა, როგორც გველიო, და აბლაბუდა თვალებზედ გადაჰკრობია ქსელიო. ტანზედ აჰსხმია ყინული და ხავსი შავის ფერისო, სდგას ესე დაჩოქებული, მომლოდნე ჯაჭვის მტვრევისო. პირდაპირ დაყუდებული ჟანგდება მისი ხმალიო, მოსვენებასა თაკილობს, ცრემლსა ღვრის, როგორც ქალიო. დაჰვიწყებია ეს მონა ძირს კაცსა, მაღლა ზეცასა, არ იხსენებენ მისგანა დევ-ეშმაკების ჟლეტასა. მოზარე წამებულისა ფეხთ ჩასწოლია ფინია, ამ პაწაწინა არსებას უცხო რამ დაუჟინია. დაუსვენებლად ენითა ლოკავს ჯაჭვს - უნდა გასწყვიტოს, რომ თავი იხსნას ტანჯულმა, ბილწი მჭედლები გასწყვიტოს, - რომელთაც გრდემლზედ გაჰკვერეს მის დასაბმელად ჯაჭვიო, არ შეიბრალეს მართალი, გაგზავნეს ტყვედა მთაშიო. რა გაწყვეტამდის მიიყვანს ფინია რკინის მართულსო, გულქვა მჭედელი გამოდის, გრდემლზედ კვერს უწყებს რაკუნსო. და ჯაჭვი ისევ მთელდება, გულის საკლავად მონისო. ნეტავ ეს უღვთო წვალება ამ გმირს გასწირავს როდისო?! როდის ადგება ამირან, ჯაჭვ-აბჯრით შემოსილიო, ჩამოსდნობოდეს ყინული და უცინოდეს პირიო. ეჭიროს ხელში თვის ხმალი, იცქირებოდეს ბარადა, მთა-კლდეთ გაჰქონდეს დგრიალი, მას თავს უკრავდენ კვალადა. მიწა იძრწოდეს, ღრუბელნი ფუოდენ, ხტოდენ შავადა, კეკლუცნი წვრილნი ვარსკვლავნი მთებზე სხდებოდენ ჯარადა. სადმე ზღვამ იგრძნოს ამბავი, კარგების სანატრელიო, დაუკრას ტკბილი საკრავი, ცას მიაწოდოს ხელიო. მუნით ჩამოწვეს ღრუბელი, გაჩნდეს ცეცხლ-სეტყვა ხშირია, იძახდენ მართლის ჯვარმცმელნი: “ვაჰმე, რა დიდი ჭირია!” მჭედლები ცოდვას ნანობდენ, ამტვრევდენ გრდემლებს, კვერებსო, თვის იარაღის ნაშთებზედ აფრქვევდენ მწარე ცრემლებსო.
No comments:
Post a Comment